ხშირად დასმული კითხვები
ვიდეო კასეტები: VHS, MiniDV, VHS-C
დისკები: DVD/VideoCD
🚚 კურიერი თქვენგან წამოიღებს და შემდეგ დაგიბრუნებთ კასეტებს.
🔁 წამოღება–დაბრუნების საფასურია: 15 ლარი (ქალაქის ცენტრალური უბნები)
⌛️ კურიერი შეკვეთის დღეს ან მომდევნო სამუშაო დღეს მოვა.
სტანდარტულად პროცესი გრძელდება 1–3 სამუშაო დღე, ჩასაბარებელი კასეტების რაოდენობის მიხედვით.
ვიდეოებს მიიღებთ უსაფრთხო ონლაინ ბმულით (Cloud), საიდანაც შეძლებთ ფაილების მარტივად ჩამოტვირთვას თქვენს მოწყობილობაში.
გადახდა შესაძლებელია ონლაინ, ნებისმიერი ქართული ბანკის პლასტიკური ბარათით, უსაფრთხო გადახდის სისტემის გავლით.
გაციფრულება სრულდება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ხარისხით, ციფრულ MP4 ფორმატში, ორიგინალი კასეტის ტექნიკური მდგომარეობისა და ჩანაწერის თავისებურებების გათვალისწინებით.
VHS და VHS-C
- გარჩევადობა: 720×576
- ვიდეო: MP4 (H.264)
- აუდიო: AAC, 48.000KHz
MiniDV
- გარჩევადობა: 720×576
- ვიდეო: MP4 (H.264)
- აუდიო: AAC, 48.000KHz
MiniDV (HDV ჩანაწერები)
- გარჩევადობა: 1920×1080
- ვიდეო: MP4 (H.264)
- აუდიო: AAC, 48.000KHz
იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზით შეუძლებელია კასეტის გაციფრულება (კასეტის ტექნიკური გაუმართაობა, ჩანაწერის არ არსებობა, დაზიანებული ფირი ან სხვა მსგავსი გარემოება), გადაწერის საფასური დაგიბრუნდებათ უკან, საკურიერო მომსახურების ღირებულების გამოკლებით.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘ?
4 მარტივი ნაბიჯი — სახლიდან გაუსვლელად.
1 ᲡᲐᲙᲣᲠᲘᲔᲠᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘ
კურიერი მოვა თქვენს მისამართზე და წამოიღებს კასეტებს.
2 ᲒᲐᲪᲘᲤᲠᲣᲚᲔᲑᲐ
კასეტებს პროფესიონალური აპარატურით გადავწერთ თანამედროვე ციფრულ ფორმატში (MP4).
3 ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲛᲘᲬᲝᲓᲔᲑᲐ
გაციფრულებულ ფაილებს გამოგიგზავნით ონლაინ, გადმოსაწერი (cloud) ბმულით. (არ გჭირდებათ დისკები ან ფლეშკა).
4 ᲣᲙᲐᲜ ᲓᲐᲑᲠᲣᲜᲔᲑᲐ
თქვენს ორიგინალ კასეტებს ისევ კურიერი მოგიტანთ სახლში.