გააცოცხლეთ მოგონებები

ვიდეო კასეტების გაციფრულება სახლიდან გაუსვლელად

უსაფრთხოდ გადავწერთ თქვენს კასეტებს ციფრულ ფორმატში, რათა თქვენი ცხოვრების ყველაზე ძვირფას მოგონებებს ნებისმიერ თანამედროვე მოწყობილობაზე უყუროთ.

ფასები და შეკვეთა
ოჯახი უყურებს გაციფრულებულ მოგონებებს ლეპტოპში ვიდეო კასეტები
სანდო მომსახურება 1000-ზე მეტი კასეტა უკვე წარმატებით გავაციფრულეთ
სისწრაფე შეკვეთა მზადაა 1-3 სამუშაო დღეში
კომფორტი ფაილებს გიგზავნით ონლაინ გადმოსაწერი ბმულით

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘ?

4 მარტივი ნაბიჯი — სახლიდან გაუსვლელად.

1 ᲡᲐᲙᲣᲠᲘᲔᲠᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘ

კურიერი მოვა თქვენს მისამართზე და წამოიღებს კასეტებს.

2 ᲒᲐᲪᲘᲤᲠᲣᲚᲔᲑᲐ

კასეტებს პროფესიონალური აპარატურით გადავწერთ თანამედროვე ციფრულ ფორმატში (MP4).

3 ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲛᲘᲬᲝᲓᲔᲑᲐ

გაციფრულებულ ფაილებს გამოგიგზავნით ონლაინ, გადმოსაწერი (cloud) ბმულით. (არ გჭირდებათ დისკები ან ფლეშკა).

4 ᲣᲙᲐᲜ ᲓᲐᲑᲠᲣᲜᲔᲑᲐ

თქვენს ორიგინალ კასეტებს ისევ კურიერი მოგიტანთ სახლში.

ვიდეო კასეტები, რომლებსაც ვაციფრულებთ

VHS კასეტის გაციფრულება

VHS

სტანდარტული კასეტა
VHS-C კასეტის გაციფრულება

VHS-C

კამერის პატარა კასეტა
Mini DV კასეტის გაციფრულება

MINI DV

ციფრული კამერის კასეტა
DVD დისკის გაციფრულება

DVD / CD

ოპტიკური დისკები

ხშირად დასმული კითხვები

ვიდეო კასეტები: VHS, MiniDV, VHS-C

დისკები: DVD/VideoCD

🚚 კურიერი თქვენგან წამოიღებს და შემდეგ დაგიბრუნებთ კასეტებს.

🔁 წამოღება–დაბრუნების საფასურია: 15 ლარი (ქალაქის ცენტრალური უბნები)

⌛️ კურიერი შეკვეთის დღეს ან მომდევნო სამუშაო დღეს მოვა.

სტანდარტულად პროცესი გრძელდება 1–3 სამუშაო დღე, ჩასაბარებელი კასეტების რაოდენობის მიხედვით.

ვიდეოებს მიიღებთ უსაფრთხო ონლაინ ბმულით (Cloud), საიდანაც შეძლებთ ფაილების მარტივად ჩამოტვირთვას თქვენს მოწყობილობაში.

გადახდა შესაძლებელია ონლაინ, ნებისმიერი ქართული ბანკის პლასტიკური ბარათით, უსაფრთხო გადახდის სისტემის გავლით.

გაციფრულება სრულდება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ხარისხით, ციფრულ MP4 ფორმატში, ორიგინალი კასეტის ტექნიკური მდგომარეობისა და ჩანაწერის თავისებურებების გათვალისწინებით.

VHS და VHS-C

  • გარჩევადობა: 720×576
  • ვიდეო: MP4 (H.264)
  • აუდიო: AAC, 48.000KHz

MiniDV

  • გარჩევადობა: 720×576
  • ვიდეო: MP4 (H.264)
  • აუდიო: AAC, 48.000KHz

MiniDV (HDV ჩანაწერები)

  • გარჩევადობა: 1920×1080
  • ვიდეო: MP4 (H.264)
  • აუდიო: AAC, 48.000KHz

იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზით შეუძლებელია კასეტის გაციფრულება (კასეტის ტექნიკური გაუმართაობა, ჩანაწერის არ არსებობა, დაზიანებული ფირი ან სხვა მსგავსი გარემოება), გადაწერის საფასური დაგიბრუნდებათ უკან, საკურიერო მომსახურების ღირებულების გამოკლებით.

Messenger Reviews Slider
VHS კასეტების გაციფრულება - Videoservice.ge
❤️ გადაარჩინეთ ძვირფასი მოგონებები

ნუ მისცემთ მოგონებებს
გაქრობის საშუალებას

რატომ არის აუცილებელი VHS კასეტების გაციფრულება დღესვე

თითქმის ყველა ოჯახის თაროზე, სადღაც ბნელ კუთხეში, მოიძებნება მტვრით დაფარული ძველი VHS კასეტები. ეს არ არის უბრალოდ პლასტმასის ნივთები — მათზე აღბეჭდილია ჩვენი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი, განუმეორებელი წუთები.

დრო თქვენი მოგონებების წინააღმდეგ

დროის გავლენა თქვენს ვიდეოარქივზე.

რატომ ფუჭდება კასეტები?

ჩვენ ხშირად ვფიქრობთ,რომ ვიდეო ჩანაწერი სამუდამოდ არის დაცული, თუმცა რეალობა სრულიად განსხვავებულია. სპეციალისტების შეფასებით, კასეტის სიცოცხლის ხანგრძლივობა, იდეალურ პირობებშიც კი, მხოლოდ 15-დან 25 წლამდეა.

რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო რთული და ზოგჯერ შეუძლებელიც ხდება ამ ვიდეოების გადარჩენა.

ვიდეოკასეტის ხარისხის კლება წლების მიხედვით

რა აზიანებს თქვენს კასეტებს?

წლების გასვლასთან ერთად, ლენტზე არსებული მაგნიტური ნაწილაკები სუსტდება, რაც იწვევს გამოსახულების ხარისხის დაქვეითებას, ფერების გახუნებას და ხმის დამახინჯებას (ე.წ. "შხუილს").

გაციფრულება — ერთადერთი გამოსავალი

ვიდეოების ციფრულ ფორმატში გადაყვანა საუკეთესო არჩევანია. გაეცანით პრაქტიკულ უპირატესობებს.

♾️

სამუდამო შენახვა

ციფრული ფაილი არ ძველდება. მისი ხარისხი წლების შემდეგაც ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც დღეს არის.

📱

მარტივი წვდომა

უყურეთ პირდაპირ სმარტფონში, ლეპტოპსა თუ ტელევიზორში. გაუგზავნეთ ერთი კლიკით ნათესავებსა და მეგობრებს.

☁️

უსაფრთხოება

ფაილების შენახვა შესაძლებელია "ქლაუდზე", მყარ დისკსა თუ USB ფლეშკაზე, რაც სრულად გამორიცხავს მათ ფიზიკურ განადგურებას.

მიანდეთ პროფესიონალებს, იმოქმედეთ დღესვე!

ჩვენ ვიყენებთ სტუდიურ აღჭურვილობას საუკეთესო ხარისხის მისაღებად.

ფასები და შეკვეთა

გადაარჩინეთ თქვენი ოჯახის ისტორია სანამ გვიან არ არის.

დრო არ იცდის

ვიდეო კასეტების მაგნიტური ფირი დროთა განმავლობაში ზიანდება. ყოველი დღე ზრდის რისკს, რომ თქვენი უნიკალური მოგონებები სამუდამოდ წაიშალოს.

გარანტირებული ხარისხი

კასეტების გაციფრულებით თქვენს ჩანაწერებს სამუდამოდ იცავთ დაზიანებისა და დაკარგვისგან, რათა თქვენი ძვირფასი კადრები მაღალი ხარისხით და სრულყოფილად გაცოცხლდეს.

კომფორტი და გაზიარება

უყურეთ ძველ ჩანაწერებს ტელეფონში, კომპიუტერსა თუ ტელევიზორში. გაუზიარეთ ბავშვობის კადრები მეგობრებსა და ოჯახის წევრებს მარტივად.

Scroll to Top