ვიდეო კასეტების გაციფრულება ძველი კადრების ახალი სიცოცხლე
გადავწერთ თქვენს კასეტებს ციფრულ ფორმატში, რათა თქვენი ცხოვრების ყველაზე ძვირფას მოგონებებს ნებისმიერ თანამედროვე მოწყობილობაზე უყუროთ.
ფორმატები, რომლებსაც ვაციფრულებთ
როგორ მუშაობს სერვისი?
4 ნაბიჯი — სახლიდან გაუსვლელად.
-
01
საკურიერო სერვისი
კურიერი მოვა თქვენს მისამართზე და წამოიღებს კასეტებს.
-
02
გაციფრულება
კასეტებს გადავწერთ თანამედროვე ციფრულ ფორმატში (MP4).
-
03
ონლაინ მიწოდება
გაციფრულებულ ვიდეოებს მიიღებთ ონლაინ (cloud) ბმულით — ტელეფონზე ან კომპიუტერზე გადმოსაწერად.
-
04
უკან დაბრუნება
თქვენს ორიგინალ კასეტებს ისევ კურიერი მოგიტანთ სახლში.
ხშირად დასმული კითხვები
ვიდეო კასეტები: VHS, MiniDV, VHS-C
დისკები: DVD/VideoCD
არ იცით, რომელი ფორმატი გაქვთ? იხილეთ ფორმატის ამოცნობის გზამკვლევი.
ერთი ვიდეოკასეტის გაციფრულება 30 ლარი ღირს, ქრონომეტრაჟის მიუხედავად.
🏷️ რაოდენობრივი ფასდაკლება:
- 11–15 კასეტა: 27 ₾ (10%-იანი ფასდაკლება)
- 16 და მეტი კასეტა: 24 ₾ (20%-იანი ფასდაკლება)
🚚 კურიერი თქვენგან წამოიღებს და შემდეგ დაგიბრუნებთ კასეტებს.
🔁 წამოღება–დაბრუნების საფასურია: 15 ლარი (ქალაქის ცენტრალური უბნები)
⌛️ კურიერი შეკვეთის დღეს ან მომდევნო სამუშაო დღეს მოვა.
სტანდარტულად პროცესი გრძელდება 1–3 სამუშაო დღე, ჩასაბარებელი კასეტების რაოდენობის მიხედვით.
ყოველი კასეტიდან მიიღებთ ცალკე MP4 ფაილს, რომელიც ტელეფონზე, კომპიუტერსა და ტელევიზორზე იხსნება.
ფაილებს გიგზავნით Google Drive-ის უსაფრთხო ბმულით, საიდანაც მარტივად ჩამოტვირთავთ. ორიგინალ კასეტებს უცვლელად დაგიბრუნებთ.
გადახდა შესაძლებელია ონლაინ, ნებისმიერი ქართული ბანკის პლასტიკური ბარათით, უსაფრთხო გადახდის სისტემის გავლით.
გაციფრულება სრულდება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ხარისხით, ციფრულ MP4 ფორმატში, ორიგინალი კასეტის ტექნიკური მდგომარეობისა და ჩანაწერის თავისებურებების გათვალისწინებით.
VHS და VHS-C
- გარჩევადობა: 720×576
- ვიდეო: MP4 (H.264)
- აუდიო: AAC, 48.000KHz
MiniDV
- გარჩევადობა: 720×576
- ვიდეო: MP4 (H.264)
- აუდიო: AAC, 48.000KHz
MiniDV (HDV)
- გარჩევადობა: 1920×1080
- ვიდეო: MP4 (H.264)
- აუდიო: AAC, 48.000KHz
მაგნიტური ფირი დროთა განმავლობაში ზიანდება: ჩნდება ხმაური, ფერი ქრება, ზოგჯერ ფირი წყდება. რაც უფრო ადრე გააციფრულებთ, მით უკეთესი ხარისხით შეინახება ჩანაწერი.
ფიზიკურად დაზიანებულ კასეტას ჯერ შეკეთება სჭირდება.
იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზით შეუძლებელია კასეტის გაციფრულება (კასეტის ტექნიკური გაუმართაობა, ჩანაწერის არ არსებობა, დაზიანებული ფირი ან სხვა მსგავსი გარემოება), გადაწერის საფასური დაგიბრუნდებათ უკან, საკურიერო მომსახურების ღირებულების გამოკლებით.
გამოხმაურებები

