მომსახურების წესები და პირობები

videoservice.ge-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და videoservice.ge-ს სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.

ვებგვერდზე რეგისტრაციისას ან შეკვეთის გაფორმების დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება videoservice.ge-ს სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი

დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია videoservice.ge -ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. info@videoservice.ge

წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება შემსრულებელს (ა.ჯ საიდენტიფიკაციო კოდი: 102288230,  შემდგომში მოხსენიებული  როგორც  videoservice.ge)  და მომხმარებელს  შორის. 

 ტერმინთა განმარტება

წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

მომხმარებელი – 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს მიიღოს videoservice.ge-ზე განთავსებული მომსახურება.

მომხმარებლის თანხმობა – წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.

მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.

რეგისტრაცია – პირადი ანგარიშის შექმნა.

ანგარიში – მომხმარებლის მიერ videoservice.ge -ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი.

 

რეგისტრაცია

videoservice.ge -ზე მომსახურებით სარგებლობისთვის საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია ან შეკვეთის ფორმის შევსება და ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მითითება:

მობილურის ნომერი

ელექტრონული ფოსტა

მისამართი

სახელი და გვარი

პირადი ნომერი

მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:

მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;

იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;

არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას videoservice.ge-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;

არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;

არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;

დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს

არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს;

არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;

არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის videoservice.ge -ს გამართულ ფუნქციონირებას;

არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და videoservice.ge -ს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.

 

მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმება და მომსახურების შეძენა

მომხმარებლის მიერ მომსახურების მისაღებად საჭიროა საიტზე შეკვეთის ფორმის შევსები,  რომელშიც საჭირო იქნება შემდეგი ინფორმაციის მითითება: ელექტრონული ფოსტა, სახელი, მობილურის ნომერი, პირადი ნომერი და მისამართი.

videoservice.ge -ს მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი მომსახურების მისთვის შეუფერხებლად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში მომსახურების მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

videoservice.ge იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

 

მიწოდება

მომხმარებლის მიერ მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე იგზავნება ვებ ლინკი დაცულ სერვერზე საიდანაც მომხმარებელმა უნდა გადმოწეროს მისი ვიდეო კასეტის გაციფრულებული ასლი, ვიდეო ფაილის სახით.

გადმოსაწერ ლინკზე წვდომა აქვს მხოლოდ მომხმარებელს, მისი მესამე პირისთვის გაზიარება დაუშვებელია.

ვიდეო ფაილის გადმოსაწერი ლინკი აქტიურია მისი მომხმარებელისთვის ელ.ფოსტით გაგზავნიდან ათი სამუშაო დღის განმავლობაში, რის შემდეგაც ლინკი უქმდება და ვიდეო ფაილი იშლება სერვერიდან სამუდამოდ.

 

საკურიერო მომსახურება

მომხმარებლისგან ვიდეო კასეტების ტრანსპორტირება ხორციელდება შეკვეთის გადახდიდან მომდევნო სამუშაო დღის 20:00 საათამდე.

ვიდეო კასეტების მომხმარებლისგან ჩვენამდე და უკან დაბრუნება მომხარებელთან ხორციელდება მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე, ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს  კანონდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კონტრაქტორი საკურიერო კომპანია, რომელიც შემკვეთის/მომხმარებლის შეკვეთის შესაბამისად ახორციელებს სატრანსპორტო ექსპედიციას/გადაზიდვას ეროვნული კანონდებლობის დაცვით.

videoservice.ge საკურიერო მომსახურების გაწევის მიზნით, მომხმარებლის შესახებ მისთვის ცნობილ, პერსონალური ხასიათის კონფიდენციალურ ინფორმაციას, კერძოდ, მომხმარებლის სახელს, გვარს, მისამართსა და ტელეფონის ნომერს მიაწოდებს საკურიერო კოპმანიას. videoservice.ge-ს პასუხისმგებლობა სრულდება ვიდეო კასეტების საკურიერო კომპანიისათვის გადაცემის დროს, დაკარგვისა და დაზიანების რისკი სრულად გადადის საკურიერო მომსახურების გამწევ კომპანიაზე.

 

ანგარიშსწორების წესი

ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.

videoservice.ge-ს არ აქვს წვდომა როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.

ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.

ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ.

 

თანხის დაბრუნების წესი

მომხმარებლისთვის მომსახურების ვერ გაწევის ან სხვა ხელის შემშლელი გარეომოებების არსებობის შემთხვევაში, მომხმარებლის გადახდილი თანხის დაბრუნება მოხდება (ასეთის დადგომიდან)  სამი სამუშაო დღის განმავლობაში,  საკურიერო  მომსახურების საფასურის გამოკლებით, თანხა დაუბრუნდება მომხმარებელს საბანკო  ანგარიშზე .

 

სარგებლობის შეზღუდვა

თუ videoservice.ge მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით, იგი უფლებამოსილია დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.

 

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

videoservice.ge შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე, მათ მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ მომსახურებაზე.

მომხმარებელი ვებგვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი 18 წელს მიღწეული პირი და ვებგვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკით.

videoservice.ge პასუხისმგებელი არ არის, რომ ვებგვერდი ან მომსახურება მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა.

videoservice.ge იხნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.

videoservice.ge გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში.

videoservice.ge იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების მონაწილეობით – ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების, საკურიერო კომპანიების და სხვა შეფერხებული მუშაობით.

 

შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებისას

ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. videoservice.ge მომხმარებელს არ გაუწევს იმ სახის მომსახურებას, რომელიც მიაჩნია, რომ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის,videoservice.ge -ს სისტემებში არასანქცირებული შეღწევა, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს videoservice.ge -ს კანონით დაცულ ინტერესებს.

 

მოქმედების ვადა და შეწყვეტა

წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოცხადების შემდეგ და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე.

წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის videoservice.ge -ს წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.

მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს.

წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.

 

ცვლილებები და დამატებები

videoservice.ge იტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების შემდეგ, videoservice.ge მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის თანხმობად.

Scroll to Top